17 მაისი 2024,   10:08
ვრცლად
უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით სხდომის ჩატარება

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მცოცავ ოკუპაციასთან და 700 მეტრით გადმოწეული საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს მოწვევას არ მიესალმება. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მცოცავი ოკუპაციის საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის.

არასამთავრობოები უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვენ. უშიშროების საბჭოს მდივანმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ  სხდომის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი შეთავაზებების განხილვის საფუძველზე მიიღებს.

ირაკლი კობახიძე კი უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებას განმარტავს და ამბობს, რომ საბჭო განიხილავს თავდაცვის ორგანიზებისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებს.

„უშიშროების საბჭო, კონსტიტუციის თანახმად, განიხილავს თავდაცვის ორგანიზებისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებს. რაც შეეხება, მცოცავ ოკუპაციას, ეს არ არის არც ერთი, არც მეორე საკითხი, შესაბამისად, უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომის ჩატარება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები