17 მაისი 2024,   06:37
ვრცლად
საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტები ევროპარლამენტს, მათი მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებენ

ირაკლი კობახიძის ინიციატივით საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტები ევროპარლამენტს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, მათი მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებენ.

სამი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევს, რომ რეზოლუციაში ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ უნდა მოუწოდოს ევროპის საბჭოს, სამ ასოცირებულ ქვეყანას ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა გაუხსნას.

“წელს, როგორც მოგეხსენებათ, იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, სადაც განიხილება მათ შორის ჩვენი ევროპული პერსპექტივის საკითხები და პირადად ჩემი ინიციატივით, სამმა სპიკერმა, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებმა მივმართეთ ერთობლივი წერილით, ჩვენს ევროპელ მეგობრებს იმისათვის, რომ მათი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამიტზე დაფიქსირდეს კიდევ ერთხელ მხარდაჭერა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მიმართ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები