17 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
ევროპარლამენტისადმი სამი ქვეყნის ერთობლივ მიმართვას მოლდოვის პარლამენტის სპიკერი აფასებს

ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტები ევროპარლამენტს, მათი მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებენ, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუ აფასებს. კანდუს თქმით, ეს არის მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს შორის კონსოლიდირებული პოზიცია, რაც ხელს უწყობს დიალოგს პარტნიორებთან ბრიუსელსა და სტრასბურგში.

პარლამენტის სპიკერის თქმით, სამი ქვეყნის თანამშრომლობა ეხმარება რეფორმების რეალიზებასაც, რადგან სამივე ქვეყანას შეუძლია სხვადასხვა სფეროში მიღწეული შედეგი ერთმანეთს გაუზიაროს.

 

დღის ამბები