17 მაისი 2024,   06:58
ვრცლად
„ამაზე სერიოზულად მსჯელობაც არ შეიძლება," - მამუკა მდინარაძე კონსიტუციის პროექტის პარლამენტიდან შესაძლო გამოწვევაზე საუბრობს

„ჩვენ მართლაც ყოველთვის ვიყავით დიალოგისთვის, კონსენსუსისთვის მზად და ეს მხოლოდ საუბარში არ გამოიხატებოდა,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, „კურიერის“ პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.

ის აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა განხილვების პროცესში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები მეტწილად გაითვალისწინა.

მამუკა მდინარაძის აზრით, ოპოზიციისა და პრეზიდენტის მოთხოვნა კონსტიტუციის პროექტის პარლამენტიდან გამოწვევის თაობაზე, სერიოზულად განსახილველიც არ არის.

„ამაზე სერიოზულად მსჯელობაც არ შეიძლება, ჩვენ უპრეცედენტო მოვლენების განვითარების შემსწრე  გავხდით მთელი ჩვენი ქვეყანა, როდესაც კომისიის მუშაობის დროს 70-80%-ზე მეტი გავითვალისწინეთ ჩვენი ოპონენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები, შემდეგ იყო სახალხო განხილვები. ახლა უკვე 2 მოსმენით მიღებული კონსტიტუციის პროექტი გვაქვს, რომელიც ბევრად უკეთესია არსებულ კონსტიტუციაზე და ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს. ამ პროცესის ჩაშლა არის წარმოუდგენელი. ასეთ წინადადებებს სერიოზულად არც კი განვიხილავთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი აზრით, ოპოზიციის მხრიდან რეალური შეთავაზებები არ ისმის. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კონსენსუსი ოპონენტების მოთხოვნების უპირობო შესრულება არ არის.

„ჩვენ მათგან უნდა მივიღოთ კონკრეტული წინადადებები. პარლამენტის დერეფნებში, ტელევიზიებიდან და ქუჩაში გაგონილი რაღაც მოთხოვნებით ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები