17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
შემოგვთავაზონ რა კომპრომისს გვთავაზობენ და მერე გადავწყვიტავთ, უნდა განვიხილოთ საერთოდ ეს თუ არა, - ბოკერია ხელსიუფლებას მიმართავს

ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია პრეზიდენტის იმ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც პარლამენტში საკონსტიტუციო განხილვების შეჩერებას და პარლამენტიდან კონსტიტუციის არსებული პროექტის გამოწვევას გულისხმობს. ბოკერია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას უნდა შესთავაზოს კონკრეტული ცვლილებები, რის შემდეგადაც ისინი გადაწყვეტენ მისაღები იქნება ეს მათთვის თუ არა.

“ შემოგვთავაზონ თვითონ რა კომპრომისს გვთავაზობენ და მერე ჩვენ ოპოზიცური პარტიები დაჯდებით და გადავწყვიტავთ უნდა განვიხილოთ საერთოდ ეს თუ არა.  ისინი გარეთ იყენებენ ამ არგუმენტს, რომ იცით რა ჩვენ კი გვინდა დიალოგი, მაგრამ იმათ ისეთი ხისტი პოზიციები აქვთ, რომ არც კი განიხილავენ არაფერს, არა, დიალოგისთვის მზად ვართ, "ევროპული საქართველოს" სახელით ვიძახი“- განაცხადა ბოკერიამ.  

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ცვლილება ხდება ერთი პარტიის მიერ რაც საზიანოა ქვეყნის დემოკრატიისთვის.

“დაჟინებით მოვუწოდებთ მათ კონსესუსიკენ მთელი საზოგადოება, ყველა საერთაშორისო პარტნიორი, ყველა საქართველოს მთავარი მეგობარი, ღიად და გაჭრილად ეუბნებოდა მათ, რომ შინაარსი რომ გვერდზე გადავდოთ, თვითონ ის როგორც წარმართეს პროცესი და რომ კონსტიტუცია იცვლება მხოლოდ ერთი პარტიის და რეალურად ერთი კაცის მიერ შემოკრებილი პოლიტიკური მარიონეტების შესრულებით, ეს უკვე არის პრობლემა ქართული დემოკრატიის. კიდევ ერთხელ ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რასაც პირდებოდა "ქართული ოცნება" საკუთარ ამომრჩეველს. ჩვენ მომხრე ვართ კლასიკური ნორმალური  პროპორციული სისტემის, სადაც ყველა პარტია იღებს იმდენ ხმას რამდენიც მისცეს ამომრჩევლებმა. ეს არის ქვეყნისთვის და დემოკრატისათვის კარგი სისტემა“- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო განხილვების შეჩერებას და პარლამენტიდან კონსტიტუციის არსებული პროექტის გამოწვევას ითხოვს. გიორგი მარგველაშვილის გუნდი ფიქრობს, რომ ეს კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა.

პრეზიდენტის შემდეგ დღეს კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა, ირაკლი კობახიძე ისევ კონსულტაციებზე საუბრობს და ფიქრობს. რომ სწორედ ამ კონსულტაციების გზით იქნება შესაძლებელი შეთანხმების მიღწევა.

დღის ამბები