17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
შეჩერებული მოძრაობა ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე - სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე რამდენიმე ლიანდაგზე 15 წუთის განმავლობაში მატარებლის მოძრაობა შეჩერებული იყო. ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხების მიზეზებზე სამართალდამცავები ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

„კურიერის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს და თავზე გადააფარეს, რათა მისი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო.

ადგილზე მობილიზებულია, როგორც პოლიცია, ასევე სპეციალური სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. ამ დროისთვის მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებმა დიდი აფეთქება აღკვეთეს. 

დღის ამბები