17 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
"მინდა მოვუწოდო საპარალამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე და იყოს დიალოგში,“-მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომლის თანახმადაც მმართველი გუნდი დიალოგის დასაწყებად მზად არის. ეს განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა ამერიკის საელჩოში, შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტვით გამოსვლისას გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკურ ჯგუფებს განხილვის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს. მან ასევე  მიმართა უმრავლესობას წინადადებით, რომ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენისგან თავი შეიკავოს და დიალოგში ჩაერთოს.

„მინდა მივესალმო პრემიერის წინადადებას, დიალოგის ინიციატივას. მოვუწოდო ოპოზიციას, პოლიტიკურ ჯგუფებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთოს პროცესში, რათა კონსტიტუციაზე შედგეს თანხმობა. მინდა მოვუწოდო საპარალამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე და იყოს დიალოგში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები