17 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
"კახი კალაძე კი არა, ღმერთი არ არის უალტერნატივო"- ალეკო ელისშვილი წინასაარჩევნო კამპანიისთვის ემზადება

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის საარჩევნო კამპანიას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. ელისაშვილი ასევე მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კახა კალაძე უალტერნატივო არ არის. 

"კახი კალაძე კი არა, ღმერთი არ არის უალტერნატივო"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატი, ახალ საარჩევნო კამპანიაშიც დამოუკიდებელი სტატუსით ჩაერთვება და მას საინიციატივო ჯგუფი წარადგენს.

დღის ამბები