17 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დღეიდან ვაკანტურია -კახა კალაძემ მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად დატოვა

კახა კალაძემ თანამდებობდა უკვე დატოვა. უკვე ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა,  თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, თვენახევრით ადრე მიიღო. მინისტრობის ბოლო დღეს კი თანაგუნდელებს ენერგეტიკის სფეროში მუშაობის 5 წლიანი შედეგი გააცნო.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებად ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი 18 ჰიდროელექტროსადგურს, 2 თბო და ერთ ქარის ელექტროსადგურს ასახელებს - რაც საერთო ჯამში მილიარდ დოლარზე მეტი ინსტიციაა. კალაძე მიიჩნევს, რომ ქალაქი მას მხარს დაუჭერს.

მინისტრთა კაბინეტში თვლიან, რომ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი უკონკურენტოა და გადაწყვეტილებას ამომრჩეველი დამატებითი საარჩევნო ტურების გარეშე მიიღებს.

მანამდე კი კახი კალაძის მიერ გათავისუფლებულ პოსტზე მთავრობამ მისი შემცვლელი უნდა შეარჩიოს. მინისტრთა კაბინეტის წევრები ადასტურებენ, რომ კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა ვინ განიხილება ენერგეტიკის ახალ მინისტრად, საჯაროდ არ საუბრობენ.

"ქართულმა ოცნებამ" კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად გასულ კვირას უკვე წარადგინა.

 

დღის ამბები