17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
უშიშროების საბჭოს მოწვევა მცოცავ ოკუპაციაზე - 9 არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება

არასამთავრობო სექტორი უშიშროების საბჭოს მოწვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება. საოკუპაციო ხაზის კიდევ 700 მეტრით გადმოწევის გამო არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას სთხოვს. 9 არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ვითარება საგანგაშოა.

სამოქალაქო სექტორი სასწრაფოდ ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავებას და რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიის სრულად გადახედვას მოითხოვს. არასამთავრობო სექტორის მიმართვის შემდეგ დღეს უშიშროების საბჭოში თქვეს, რომ საგანგებო სხდომის მოწვევის შესახებ პრეზიდენტთან კონსულტაციებს გამართავენ.

უშიშროების საბჭოსგან განსხვავებით დღეს არსამთავრობო სექტორს არ უპასუხა, მიმართვის კიდევ ერთმა ადრესატმა, პრემიერის კრიზისების მართვის საბჭომ. „კურიერი“ დღეს საბჭოს ხელმძღვანელს მინდია ჯანელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ამ თემაზე ლაპარაკი არ ისურვა.

არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ პარტნიორ ქვეყნებთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა მცოცავი ოკუპაციის გამო, მათ რუსეთს სანქციები დაუწესონ. სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ საპროტესტო განცხადებების პარალელურად რადიკალური ნაბიჯების გადადგომის და მოქმედების დროა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მისივე უწყების მუშაობით კმაყოფილია და ოპონენტებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ საოკუპაციო ხაზთან ჩადიან და რუსეთის მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები