14 მარტი 2025,   00:09
ვრცლად
80 მილიონი ლარის ღირებულების 143 ახალი ავტობუსიდან 100 რამდენიმე თვეა გაჩერებულია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      80 მილიონი ლარის ღირებულების 143 ახალი გერმანული ლურჯი ავტობუსიდან 100  უკვე რამდენიმე თვეა გაჩერებულია. მერიას ამ შემთხვევაშიც საკუთარი არგუმენტები აქვს, თუმცა როგორც "კურიერმა" დღეს გაარკვია პრობლემა ისევ დედაქალაქის მთავრობაა, რომელმაც 12 მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან და ამის მიუხედავად ამ დრომდე არ აშენებულა ტექნიკური ცენტრი, სადაც რამდენიმე თვის წინ შეძენილი ავტობუსების მომსახურება და ბუნებრივი აირით გამართვა მოხდება.

      თბილისის მერიაში კი ამბობენ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში გაჩერებული ავტობუსებით თბილისელებს 20 ივლისიდან მოემსახურებიან. "კურიერის" კითხვაზე, "რატომ გაიწელა დროში ეს პროცესი," მერიაში ამბობენ, რომ ყველაფერი წინასწარ გაწერილი გეგმით სრულდება.

      გეგმის შესრულებამდე კი გერმანიაში ნაყიდი ავტობუსები სხვადასხვა სადგომზე უმოქმედოდ დგას და დიდ დიღომში მიმდინარე  ტექნიკურ ცენტრის მშენებლობის დასრულებას ელოდება.

      დღის ამბები
      მეტი