17 მაისი 2024,   08:04
ვრცლად
მმართველი გუნდის უარი კონსტიტუციური პროექტის უკან გაწვევაზე და ოპოზიციის მზადება დემარშისთვის

მმართველი გუნდი 2 მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო პროექტის პარლამენტიდან უკან გაწვევას არ გეგმავს. „კურიერთან“ საუბრისას მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ 2 მოსმენით მიღებული პროექტის უკან გაწვევას არ აპირებენ და ოპოზიციისგან კომპრომისს კონსტიტუციის მხოლოდ ამ პროექტზე ელოდებიან.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ვენეციის კომისიის მოწოდების შემდეგ კომპრომისს მმართველი გუნდისგან ელოდებოდა, პოლიტიკური დემარშისთვის ემზადება. პარტია ერთობლივი საპროტესტო წერილის მომზადებას გეგმავს, რომელსაც ყველა პარტიას და არასამთავრობო ორგანიზაციას დაუგზავნის.

საპარლამენტო უმცირესობა ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს მოწოდების შემდეგ, საერთო ეროვნული კონსენსუსის შესახებ შემხვედრ წინადადებებს უმრავლესობისგან ელოდება.

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებისგან მეტ კონსტრუქციულობას ითხოვენ.

ოპოზიცია საერთო წინადადებებით ვენეციის კომისიაში მომავალ კვირას უნდა გაემგზავროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები