17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
მილიონი ხის პროექტი და გამხმარი ნერგები - ელენე ხოშტარია დავით ნარმანიასა და მის გუნდს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

პარტია” ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია დედაქალაქის მერს დავით ნარმანიასა და მის გუნდს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საქმე მილიონი ხის პროექტს ეხება. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს თბილისის დენდროლოგიურ პარკში შესვლა სცადა, თუმცა მისი ყველა კარი დაკეტილი დახვდა. სავარაუდოდ, სწორედ დედნდრო პარკში უნდა დარგულიყო ყველაზე მეტი ხე, თუმცა, მერობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ ნერგების არასწორი შერჩევისა და მოვლის გამო, თითქმის ყველა გახმა.

კვლევებს დედაქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებით „ფაქტჩეკი“ უკვე სამი წელია ამზადებს. ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო ხნის განმავლობაში მილიონი ხის პროექტის ფარგლებში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მერია ინფორმაციას იმის შესახებ რეალურად რამდენი ხე დაირგო და მათგან რამდენმა გაიხარა, მკვლევარებს არ აწვდის. ხელმისაწვდომი დოკუმენტებით „ფაქტჩეკში“ დაითვალეს, რომ დენდროლოგიურ პარკსა და მის მიმდებარედ 75 ათასი ახალი ნერგი უნდა იყოს, თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალურად, რეალურად კი, მერიის შესაბამისმა სამსახურმა იქ მხოლოდ 41 ათასი ხე დარგო.

გამწვანებული დენდროპარკის გადაღების საშუალება დღეს „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს არ მიეცა.  

დღის ამბები