17 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
პრემიერმა განაცხადა, რომ გააგრძელებს რეფორმებს და ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ - იან კელი

„პრემიერმა განაცხადა, რომ გააგრძელებს რეფორმებს და ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ,“ - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი, პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც კვირიკაშვილი ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლაზე საუბრობს.  

იან კელის განცხადებით, მთავრობის ლეგიტიმურობას ხალხის თანხმობა და მხარდაჭერა განსაზღვრავს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაური და მთავრობის ხელმძღვანელი მოვიდნენ დღევანდელი დღის აღსანიშნავად. ძლიერი და ლეგიტიმური მთავრობა ეფუძნება ხალხის და მათი წარმომადგენლების თანხმობას. სწორედ ამიტომ ვემხრობოდით ყოველთვის ფართო მიდგომას, ნებისმიერი მიდგომის მიმართ. კონსტიტუცია კი სახელმწიფოს უმთავრესი კანონია. პრემიერმა განაცხადა, რომ გააგრძელებს რეფორმებს და ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ,“ - განაცხადა იან კელიმ.

გიორგი კვირიკაშვილმა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებისთვის ბევრ რამეს აკეთებს.

დღის ამბები