17 მაისი 2024,   06:34
ვრცლად
ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის - გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ამერიკის საელჩოში შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მოკლედ ისაუბრა. კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ქვეყანაში დემოკრატიის გასავითარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„მინდა გითხათ, რომ ქართველი ერის მთელი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ დღეს ეს ბრძოლა დემოკრატიის დამკვიდრებასთან და მისი ღირებულებების ერთგულებაზე გადის. სწორედ ეს ასაზრდოებს ჩვენი ხელისუფლების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. თქვენი ნებართვით, მე არ წავალ დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტის განხილვის სიღრმეში, მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები