17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
ბაჩო სირაძის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული ბაჩო სირაძის საქმის განხილვა 10 ივლისამდე გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატებმა მოსამართლეს 400 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვს. როგორც ადვოკატმა განმარტა, ბრალდების მხარემ შუამდგომლობის გასაცნობად დრო ითხოვა. 

უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ წარდგენილი ვიდეო მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ბაჩო სირაძის დაკავებას ასახავს, დაკავებული პატიმრობიდან გათავისუფლდება. 

„ბრალდების მხარემ მოიმიზეზა, რომ სჭირდებოდა გაცნობა შუამდგომლობაზე და გადაავადა 2017 წლის 10 ივლისამდე აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა. ალბათ ორი გამამართლებელი და ორი პატიმრის გათავისუფლება ერთ დღეში უკვე ზედმეტი იქნებოდა,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთიძემ.

დღის ამბები