17 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
პროკურატურამ მოწმედ მოიყვანა ოქრომჭედელი, რომელსაც არცერთი ხატი არ აქვს საპატრიარქოში მოჭედილი - გიორგი ფანცულაია

ე.წ. ციანდის საქმეზე 5 საათია ბრალდების მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. დღეს იკითხებიან ოქრომჭედლები, რომლებმაც ჩვენება უნდა მისცენ, ხდება თუ არა და როგორ ციანიდის მოხმარება ოქორმჭედლობაში. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულია აცხადებს, რომ პროკურაქტურამ წარადგინა ისეთი ოქრომჭედლები, რომლებსაც არცერთი ხატი არ აქვთ მოჭედილი.  

“პროკურატურამ ვერ გაბედა, რომ მოეყვანა ისეთი მოწმე, რომელსაც მართლა ოქრომჭედლობისთვის და ხატების მოსაჭედად სჭირდებოდა საპატრიარქოში ციანიდი, შესაძლოა გამოეყენებინა უფრო სწორად და მოიყვანა ადამიანი, რომელსაც არცერთი ხატი არ აქვს საპატრიარქოში მოჭედილი, სამაგიეროდ აკეთებს სამაჯურებს, ალბათ ირონიულიც არის ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ეს დაკითხვები თავიდან ბოლომდე დღეს დამთავრდა“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიმა.

ასევე ადვოკატის პაატა მეხრიშვილის თქმით კი, პროკურატურა სამართლებრივი თვითგვემით არის დაკავებული.

“როგორც ჩანს, პროკურატურა სამართლებრივი თვითგვემით არის დაკავებული. არ ვიცი ეს რა სპორტია. მოჰყავს მოწმეები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ბრალდებასთან, არც ციანიდის ნაწილში და არც იარაღის ნაწილში. თეთრუაშვილის ექიმი დაიკითხა, რომელმაც უმკურნალა რაღაც მალამოებით. კითხვა იყო დასმული, სჭირდებოდა თუ არა მას მალამოებში, რომლითაც ის მკურნალობას ატარებდა გველის შხამი, მან თქვა, რომ თვითონ გველის შხამს არ იყენებს, მაგრამ ჩვენ დავკითხეთ სხვა ექიმი წინა სასამართლო სხდომაზე, რომელმაც განაცხადა, რომ გველის შხამი გამოიყენება მალამოების დამზადების პროცესში“ - აცხადებს პაატა მეხრიშვილი. 

პროკურორი კი აღნიშნავს, რომ მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ ბრალდებული ცრუობდა. 

“ბრალდებული განმარტავდა, რომ თითქოს ექიმს სჭირდებოდა გველის შხამი, რათა მკურნალობა გაეწია შორენა თეთრუაშვილისთვის. დაიკითხა კონკრეტული ექიმი, რომელმაც განმარტა, რომ არასდროს არ გამოუყენებია გველის შხამი მალამოს დასამზადებლად და არც შორენა თეთრუაშვილს უთხოვია, რომ მოეტანათ. ოქრომჭედლებმაც განმარტეს, რომ მათ არასდროს პრაქტიკაში არ გამოუყენებიათ არც ნატრიუმის ციანიდი, არც კალიუმის ციანიდი. კიდევ ერთხელ გაირკვა, რომ ბრალდებული ყოველთვის იტყუებოდა,“ - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

 

 

დღის ამბები