17 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
დემირელის კოლეჯის მენეჯერს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა

დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ. ადვოკატებისთვის გადაცემულ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქართული მხარე თურქეთში ჩაბუქის უფლებები დაირღვის საფრთხეს ვერ ხედავს.

ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი, აღნიშნავს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, ორშაბათს, საზოგადოებას თავიანთ პოზიციას გააცნობენ. მისი განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თურქეთში წამება და არაადამიანური მოპყრობა მოელის.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, აღნიშნავს, რომ თურქეთის ციხეში რთული ვითარებაა. მისი თქმით, გასაჩივრებას აპირებენ და დამოუკიდებელი სასამართლოს იმედს იტოვებს.

 “ველოდებოდი რომ ლტოლვილთა სამინისტრო სტატუს მოგვანიჭებდა, ამისთვის უწყებას ჩვენ საკმარისი მტკიცებულებები წარვუდგინეთ ეს დასასრულს არ ნიშნავს. ჩვენ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ, ამჯერად გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი. თურქეთში ადამიანებს არაადამიანურად ეპყრობიან, ციხეებში არის რთული ვითარება, სამწუხაროა რომ საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრომ ეს არ გაითვალისწინა,“ - განაცხადა თაბუ ჩაბუქი. 

ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებენ. 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ოფიციალური მიზეზების შესახებ 20:00 საათზე დანიშნულ ბრიფინგზე ისაუბრებენ.

დემირელის კოლეჯის მენეჯერს თურქული მხარე ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებს ბრალს. მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის განცხადებით, მუქარის შემცველ შეტყობინებებს სოციალურ ქსელში იღებს, რის გამოც, პროკურატურას დაცვის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი უკვე ერთი თვეა, წინა საექსტრადიცო პატიმრობაში იმყოფება. ქართულმა მხარემ ის თურქული მხარის მოთხოვნით დააკავა. 

დღის ამბები