17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
საპატრიარქო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასაზღვრო ზოლის გადმოწევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასაზღვრო ზოლის გადმოწევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურება. 

განხადებას, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, უცვლელად გთავაზობთ:

"ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” სასაზღვრო ზოლის გადმოწევის შესახებ აღაშფოთა საქართველოს მოსახლეობა. სამწუხაროდ, უკვე არაერთხელ გავხდით მოწმე მსგავსი ქმედებისა, ვინაიდან ჩვენის მხრიდან ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება დიდი პროვოკაციის მიზეზად იქცეს, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურება, რომ აღნიშნული პროცესი შეჩერდეს და გამოსწორდეს.

შევთხოვთ ღმერთს, დაიცვას ჩვენი ქვეყანა და აღუდგინოს მას თავისი საზღვრები." 

დღის ამბები