17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
ძლიერი წვიმის შედეგად ფოთში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა 

ძლიერმა წვიმამ ფოთში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ცენტრალური ქუჩების ნაწილი. გადაადგილების დროს პრობლემები ექმნებათ როგორც მსუბუქი ავტომობილებს ასევე ქვეით მოსიარულეებს.

მოსახლეობის განმარტებით, ცალკეულ ქუჩებზე პრობლემას მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები ამწვავებს და ყოველი წვიმის დროს ქუჩები იტბორება. მოსახლეობა შიშობს, რომ თუ ძლიერი წვიმა გაგრძელდება შესაძლოა წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდეს. ისინი ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ

დღის ამბები