17 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
ხევსურეთში დაკარგული 5 ტურისტის ბედი ამ დრომდე უცნობია - რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ამ დრომდე უცნობია ხევსურეთში დაკარგული 5 ტურისტის ბედი. უცხოელმა მოგზაურებმა დახმარება ჯერ კიდევ გუშინ საღამოს 10:00 საათისთვის ითხოვეს, თუმცა უგზოობის გამო ხევსურეთამდე სამაშველო ჯგუფები ვერ აღწევენ. პირიქითა ხევსურეთი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ადიდებულმა მდინარემ და ღვარცოფმა დატბორა საცხოვრებელი სახლები რამდენიმე სოფელში და დააზიანა საავტომობილო გზა.

ადგილობრივების განცხადებით, დუშეთიდან ტურისტების მოსაძებნად გუშინ მხოლოდ ერთი მანქანა გამოვიდა, თუმცა რთული ვითარების გამო, მანქანით ვერ მოხდება სამძებრო სამუშაოების ჩატარება. ბარისახოში ადიდებულმა მდინარემ გზა მთლიანად წაიღო. ლიქოკის ხეობასთან დამაკავშირებელი გზა მდინარით დაიტბორა და სოფლები გარესამყაროს მოწყვეტილია.

ადგილობრივი მცხოვრები, გაგა გოგოჭური აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურა სრულიად დაზარალებულია, ასევე მოშლილია ხიდები.

„ყველაფერი განადგურებულია, არც გზებია, არაფერი. საერთოდ აღარაფერი აღარ არის, მისასვლელი გზები საერთოდ აღარ არის. შატილში არავინ არ არის დაზარალებული, მე ვარ ჩაკეტილი სოფელ გიორგიწმინდაში. ტურისტებს არაფერი სჭირთ შატილში, ვინც დარჩა გიროში იქ კაციშვილი ვერ მივა, იმიტომ, რომ მანდ სამანქანო გზა ბარისახოს ზემოთ უკვე ჩაკეტილია და არ არის. თუ ვერტმფრენით არ გადმოვიდნენ მაშველები და არ ჩაატარეს სამძებრო ღონისძიებები ისე ვერ მოძებნიან, ვერ იპოვიან და ვერ გაიგებენ სად არის,“ - აცხადებს გაგა გოგოჭური. 

დღის ამბები