17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
პრეზიდენტის უშიშროების საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა დასრულდა

2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა პრეზიდენტის უშიშროების საბჭოში. სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტისგან უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დანიშვნას და ასევე დეტალურად გაწერილი ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავებას ითხოვდა, მათ შორის სამოქალაქო სექტორის აზრით გასატარებელია სანქციები იმ პირების და კომპანიების მიმართ, რომლებიც უხეშად არღვევენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

“ამ კონკრეტული შეხვედრის მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ხელისუფლების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას იმ საფრთხესთან გასამკლავებლად, რაც გამოიხატება რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაში და მცოცავ ოკუპაციაში. დროა საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს ანტიანექსიური სტრატეგია,“ - განაცხადა ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა.

თავდაცვის საკითხებში ექსპერტის თინათინ ხიდაშელის თქმით, შესაძლებელია შიდა პოლიტიკურ საკითხებში ერთმანეთი არ მოგვწონდეს მაგრამ ფაქტია, რომ ოკუპაცია დასაძლევია და ანექსია არ უნდა დავუშვათ და ამაში უნდა ვიყოთ ერთიანები.

უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის თქმით, "როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსული აგრესიის მორიგ ნაბიჯებს და ჩვენ ამას ვერ ვუპირისპირებთ ქმედით პოლიტიკას, მაშინ პოლიტიკა უნდა გადაიხედოს."

უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის საჭიროებას რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით, ვერ ხედავს საპარლამენტო უმრავლესობა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები კი ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევენ კანონმდებლობას გადახედონ.

 

დღის ამბები