17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
ექსტრადაციისთვის აუცილებელია არსებობდეს მტკიცე სამხილები - იან კელი დემირელის კოლეჯის მენეჯერზე საუბრობს

„უნდა არსებობდეს ზედმიწევნით შესაბამისობა ექსტრადაციის მოთხოვნებთან,“ - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი, დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, ექსტრადირების საკითხს.

ამერიკის ელჩის, იან კელის, განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებასთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასთან თავიანთი პოზიცია უკვე დააფიქსირეს.  

„სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას ვერ გავაკეთებ, თუმცა, ვიტყვი, რომ ექსტრადაციისთვის აუცილებელია არსებობდეს საფუძვლიანი და მტკიცე სამხილები. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით უკვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია საქართველოს მთავრობასთან და ვთქვით, რომ უნდა არსებობდეს ზედმიწევნით შესაბამისობა ექსტრადაციის მოთხოვნებთან,“ - განაცხადა იან კელიმ.

დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ. ადვოკატებისთვის გადაცემულ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქართული მხარე თურქეთში ჩაბუქის უფლებები დაირღვის საფრთხეს ვერ ხედავს.

დღის ამბები