17 მაისი 2024,   08:01
ვრცლად
სასამართლომ ციანდის საქმეზე პატრიარქის პირადი დაცვის სამსახურის 3 წევრი დაკითხა 

ე.წ. ციანდის საქმეზე დღეს ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ. პროცესზე ჩვენებები მისცეს საპატრიარქოს ოქრომჭედლებმა, ასევე საპატრიარქოს ექიმმა, მათ ოქრომეჭდლობაში ციანიდის გამოყენების შესაძლებლობებზე და გველის შხამის სამედიცინო დანიშნულებაზე ისაუბრეს. დღეს დაიკითხა ასევე საქმის სამი მთავარი მოწმე, პატრიარქის დაცვის პირადი სამსახურის წევრები. მოწმეებმა, ძირითადად პატრიარქის მდივან რეფერატის შორენა თეთრუაშვილის ქმედებებზე ისაუბრეს. მათ ასევე ისაუბრეს თანხაზე, რომელიც დეკანოზ მამალაძეს ჩხრეკისას აღმოაჩნდა.

“რამდენიმე დაცვის პირი იყო დაკითხული. აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ შორენა თეთრუაშვილს არაერთხელ გაუცია ისეთი ბრძანება რომელიც შემდგომ თვითონვე უარყვია. ასევე როცა პატივცემული პროკურორები ამბობენ, რომ თუ რატომ მიჰქონდა ის მცირედი თანხა როცა გერმანიაში მიდიოდა დეკანოზი და გასაქცევად ხომ არ უნდოდაო. მათ დაადასტურეს, რომ რეალურად დაცვის ბიჭებს ელემენტარულად თანხაც კი არ გამოუყვეს და მისი ჯიბის ფულიდან იკვებებოდნენ და შესაბამისად, მათ ესეთი დელეგაციების დროს არაერთხელ დახმარებია გიორგი მამალაძე და ამ შემთხვევაშიც მათ იმედი ჰქონდათ, რომ რაღაც მცირედ თანხას ჩამოუტანდა, რაც ელემენტარულად საარსებოდ სჭირდებოდათ,“-  განაცხადა  მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

დღის ამბები