17 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება - ლევან სამუშია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

„ეს არის სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება,“ - ასე აფასებს „თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია, დემირელის კოლეჯის დირექტორის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, საქმეზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პასუხს. სამინისტრომ დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა.

საგანგებო ბრიფინგზე ლევან სამუშიამ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება. მისი განცხადებით, ექსტრადირების შემთხვევაში საქართველოს იმიჯი საერთაშორისო დონეზე უფრო მეტად შეილახება.

„დღევანდელი შეტყობინება საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსი მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით, არის სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება. საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით ნელ-ნელა გვაშორებს ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, იმ ღირებულებებს, თუ რა ღირებულებისკენ ჩვენ მივისწრაფოდით და მივისწრაფით. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არ მოახდინოს საბოლოოდ ექსტრადირება და არ ჩაიდინოს ეს სამარცვინო საქციელი, ვინაიდან ეს დააზარალებს საერთაშორისო დონეზე, ისედაც ჩვენს შელახულ იმიჯს,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

დღის ამბები