17 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა

ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა საქალაქო სასმართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. მთავარი მოწმე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბუღალტერი იყო, რომელმაც 2009-20013 წლებში გაწეულ ხარჯებზე ილაპარაკა. სწორედ ამ პერიოდში, 8 მილიონ 300 ათასი ლარის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და მისი დაცვის უფროს თემურ ჯანაშიას.

პროკურატურა ბრალდებულების მიერ თანხის არამიზნობრივად დახარჯვაზე მიუთითებს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ თემურ ჯანაშიას თანამდებობაზე ყოფნის დროს გაწეული ხარჯები, ახალი ხელისუფლების პირობებში გაწეული ხარჯების ანალოგიურია.

დღის ამბები