17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით გამწესრიგებელი სხდომა კვლავაც ვერ დასრულდა

ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული გამწესრიგებელი სხდომა კვლავაც ვერ დასრულდა. ტიპურ შემთხვევაში ასეთ სხდომებს 1 დღე სჭირდება ხოლმე, ამ საქმის გამწესრიგებელ სხდომას კი სასამართლო ხვალ უკვე მეოთხე სამუშაო დღეს დაუთმობს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი სახალხო დამცველთან ერთად 326-მა მოქალაქემ გაასაჩივრა. მოსამართლე მხარე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა უგულებელყო საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი წლის წინანდელი გადაწყვეტილება და მოსმენების განმხორციელებელი სააგენტო სუს-ს დაუქვემდებარა, ანუ იმ უწყებას, რომელიც გამოძიებას ახორციელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები