17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ამერიკის „მშვიდობის კორპუსის” მოხალისეთა მორიგი ჯგუფი ახალ სასწავლო პროცესში დაწყებისთანავე ჩაერთვება

ამერიკის „მშვიდობის კორპუსის” მოხალისეთა მორიგი ჯგუფი ახალ სასწავლო პროცესში დაწყებისთანავე ჩაერთვება. 53 მოხალისე თბილისსა და რეგიონებში განაწილდება.

მოხალისეთა ნაწილი ინგლისური ენის პედაგოგია და სხვადასხვა საჯარო სკოლაში იმუშავებენ. მეორე ნაწილი კი ადგილობრივ თემებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად დაეხმარება.

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი, მოხალისეთა პროგრამას მიესალმება.

„მოხარული ვარ, რომ მივიღე მონაწილეობა ფიცის დადების ცერემონიაში. მოხალისეთა ეს ჯგუფი 53 კაცისგან შედგება და მათი უმეტესობა ინგლისური ენის მასწავლებლად იმუშავეს აქ. დანარჩენი კი ქართულ არასამთავრობო სექტორსა და თემში მოქმედ ორგანიზაციებს დაეხმარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რასაც ამერიკა ახორციელებს,“ - აცხადებს იან კელი.

მოხალისეთა ეს ნაკადი საქართველოში ორი წლის განმავლობაში დარჩება. „მშვიდობის კორპუსი” საქართველოში 2001 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ქვეყანაში 500-ზე მეტი მოხალისე ჩამოვიდა.

დღის ამბები