17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
წყალდიდობა ონში - დატბორილია მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიები

წყალდიდობა ონში - მდინარე რიონის ადიდების შედეგად ონში მისი მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. წყალი ჯებირებზე გადმოვიდა და ონის სახერხი დატბორა.

წყალდიდობის შედეგად წყალი საბავშვო ბაღის ეზოსა და ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეც შევიდა. საბავშვო ბაღიდან მასწავლებლებმა ბავშვების გამოყვანა მოახერხეს.

ადგილობრივების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გამგეობისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. 

წყლის დონე ამ დროისთვის დაიწია.  

დღის ამბები