17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ბრალდებული ზურა ქუთელია დათო როსტომაშვილს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელსა და ცნობილ იუმორისტს დავით როსტომაშვილს ბრალდებული ზურა ქუთელია გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს. დაკავებული აცხადებს, რომ როსტომაშვილსა და მის შვილებს წლებია იცნობს, თავდასხმის მოტივი არ ჰქონია და არც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე ყოფილა.

ქუთელიასთვის გაუგებარია, რატომ დასდო მას თავდასხმაში ბრალი ცნობილმა იუმორისტმა, თუმცა დანაშაულის ჩადენის მოტივზე სასამართლო პროცესზე პროკურორმა ილაპარაკა. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ როსტომაშვილზე თავდასხმას წინ იუმორისტსა და დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილს შორის ბიზნეს წილებთან დაკავშირებით გარჩევა უძღვოდა.

ემზარ კვიციანი ადასტურებს, რომ მისი ძმისშვილი დავით როსტამაშვილის ახლო მეგობარია, თუმცა არ იცის რა ბიზნეს წილებს ედავება პოლიციის პოლკოვნიკი მის ოჯახს. დეპუტატი გამოძიების დასრულებას ელოდება.

დავთ როსტმაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ზურა ქუთელია სასამართლომ ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა, ოჯახი ამბობს რომ უკანონოდ. სახელმწიფო ბრალდება გამოძიებას აგრძელებს და არ გამორიცხავს, რომ ამავე საქმის ფარგლებში ცრუ ჩვენების გამო სისხლისსამართლებრივი დევნა ზურა ქუთელიას მეგობრების მიმართაც დაიწყოს, რომლებიც დაცვის მხარის მთავარი მოწმეები არიან.

დღის ამბები