17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
მთავარი პროკურატურის პროკურორს საპატიმროში ირაკლი ფირცხალავას ცემაში ადანაშაულებენ

მთავარი პროკურატურის პროკურორს, მატროსოვის ციხეში კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ცემაში ადანაშაულებენ. ირაკლი ფირცხალავაზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ცოტა ხნის წინ მის ოჯახს, ამავე საპატიმროში მყოფმა ასევე ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი ცააძემ აცნობა. ცააძემ ციხიდან დარეკა და თქვა, რომ ფირცხალავას საკნიდან ყვირილის ხმა ესმოდა. ის, რომ მატროსოვის ციხეში დღეს სასწრაფო დახმარების მანქანა, სწორედ ირაკლი ფირცხალავასთვის გამოიძახეს "კურიერს" სასჯელაღსრულების სამინისტრომ დაუდასტურა.

ამ სკანდალურ ინციდენტს წინ უძღვოდა, სკანდალური სატელეფონო ზარი. აუდიოჩანაწერში, რომელიც "კურიერს" ფირცხალავას მეუღლემ მიაწოდა, პოლიციის მაღალჩინოსანი დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ მას პროკურორები ემუქრებიან. ზეწოლის მიზეზი კი ის წერილია, რომელიც ფირცხალავმ ციხიდან გამოუგზავნა და ციანიდის საქმის ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძე აგენტ-პროვოკატორობში ამხილა.

ფირცხალავა დღეს მაგისტრ მოსამართლეს უნდა დაეკითხა, თუმცა პროკურორის ინფორმაციით ფირცხალავამ ჩვენებაზე უარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაცხადა.

პროკურატურასთან ერთად ირაკლი ფირცხალავამ დაკავებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების მოთხოვნით ჩვენება, ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზეც უნდა მისცეს, თუმცა დაკითხვამდე მან დეკანოზის ადვოკატებთან შეხვედრა მოითხოვა.

დღის ამბები