17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი რუსეთის ანექსისი პირობებში საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებას ითხოვს

სამოქალაქო სექტორი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებას ითხოვს. ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავების გარდა მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებიდან ერთად აგრესიული პოლიტიკის გამო ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს. კვლავ დღის წესრიგში დგას რუსეთთან მიმართებაში ახალი სტრატეგიის შექმნა და უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა, რომელსაც არც ამჯერად იზიარებენ მმართველ გუნდში და ფიქრობენ, რომ სხდომის მოწვევა საჭირო არ არის.

უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი კი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს. რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ოფიციალური მოსკოვის ყველა ნაბიჯი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიისკენ არის მიმართული და ამ პროცესის შესაჩერებლად სასწრაფოდ ანტიანექსიური სტატეგია სჭირდება.

მთავრობის შეფასებით კი ხელისუფლებას მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად ყველა ბერკეტი გამოყენებული აქვს.

რუსეთის საოკუპაციო ხაზის გადმოწევას კი დღეს პრაღიდან გამოეხმაურა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ნორმალური პროცესია და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საზღვარს ავლებენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები