17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
მარგველაშვილის შეთავაზება მმართველ გუნდს - პრეზიდენტის ადმინისტრაცია უმრავლესობის პასუხს ელის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე სასაუბროდ მთავრობას შეხვედრას სთავაზობს. პრეზიდეტის მრჩეველი თვლის, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, პროცესი არც სამართლებრივი ჩარჩოდან გავა და დოკუმენტიც საბოლოოდ, კონსესუსის საფუძველზე იქნება მიღებული.

არის თუ არა მზად მმართველი გუნდი ორშაბათის შეხვედრისა და პრეზიდენტის შეთავაზების მიღებისთვის, ამ დრომდე უცნობია. „ქართულ ოცნებაში“ ამ შეკითხვას გიორგი მარგველაშვილს კრიტიკით უპასუხეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა როდის და რა ფორმატში არ დაუკონკრეტებიათ.

კონსულტაციის ნებისმიერი ფორმატისთვის მზადაა საპარლამენტო ოპოზიცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ორი მოსმენით მიღებულ რედაქციას გადახედავს. 

საპარლამენტო და არასაპარლამენტო 18 პარტია პროცესის ჩიხიდან გამოსვლის გზებზე დღეს დახურულ კარს მიღმა მსჯელობდა. 

დიალოგის დაწყების მნიშვნელობაზე საუბრობენ მესამე სექტორშიც. თუ პოლიტიკური მხარეები პოზიციების დათმობისთვის მზად არიან, არასამთავრობოების აზრით, კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია.

შედგება თუ არა საკონსტიტუციო განხილვა ორშაბათს ეს ამ დრომდე უცნობია, შეთავაზების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელისუფლებო გუნდისგან პასუხს ელოდება.

დღის ამბები