17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
სირიის ომი, უკრაინის კრიზისი, ორმხრივი ურთიერთობები და სხვ. - ტრამპისა და პუტინის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედგა

ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტზე ამერიკისა და რუსეთის ლიდერებმა დიალოგი ხელის ჩამორთმევით დაიწყეს. ჰამბურგში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტზე მთავარი მოვლენა სწორედ ეს შეხვედრა იყო. დარბაზშიც და ლიდერთა საოჯახო ფოტო გადაღების დროსაც ტელეკამერების ობიექტივში ყველაზე ხშირად დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ხვდებოდნენ. პრეზიდენტების პირველი ოფიციალური მოლაპარაკებები სესიის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა. ლიდერებმა ჟურნალისტებთან მხოლოდ მოკლე კომენტარები გააკეთეს.

განცხადებების შემდეგ პრეზიდენტების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. ოთახში მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი დარჩნენ. წინასწარ იყო ცნობილი განსახილველი თემები, მათ შორის სადაო საკითხებიც სირიის ომი, უკრაინის კრიზისი და ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც ობამას ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციებისა და არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ამ შეხვედრის შედეგებს ევროპის ლიდერებიც მოუთმენლად ელიან. დონალდ ტრამპის მიერ რუსეთსა და ევროპელ მოკავშირეებზე ვარშავაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჰამბურგის სამიტს შეერთებული შტატების ლიდერისთვის ერთგვარ გამოცდად აფასებენ.

დიდი ოცეულის სამიტი კი არეულობის ფონზე მიმდინარეობს. ჰამბურგს ქუჩებში დილიდან შეტაკებები მიმდინარეობს პოლიციელებსა ანტიგლობალისტებს შორის. დემონსტრანტებმა რამდენჯერმე სცადეს აკრძალულ ზონაში შეღწევა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

დღის ამბები