17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
ერთი ქვეყანა არ უნდა ჭამდეს მეორე ქვეყნის ტერიტორიას - რუსეთის მცოცავი ოკუპაცია და შეფასებები აშშ-ში

„რუსები ამას უკვე კარგა ხანია უწყვეტად აკეთებენ და კვლავაც განაგრძობენ, რადგან დაუსჯელად არიან,“ -  ასე შეაფასა ბრუკინგზის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, ჯეიმი ქირჩიკმა, რუსეთის მხრიდან საქართველოში მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია. ანალიტიკოსის აზრით, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება უფრო ეფექტური პასუხი იქნება, ვიდრე დიპლომატიური განცხადებები.  

„ჩვენ არ უნდა ვხედავდეთ პრეცენდენტს, რომ ერთი ქვეყანა, ძირითადად, ჭამს მეორე ქვეყნის ტერიტორიას. არ ვარ დარწმუნებული, რომ შეიძლება სანქციებმაც აიძულოს რუსეთი, შეცვალოს პოზიცია, მაგრამ პასუხი გაცემული უნდა იყოს,“ - განაცხადა ჯეიმი ქირჩიკმა.

ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი, არიელ კოენი კი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთთან კომუნიკაციაში და მისი პოზიციების ლობირებაში სირთულეები აქვს. ანალიტიკოსი რიჩარდ უეიტზი ამბობს, რომ მცოცავი ოკუპაცია, შეიძლებოდა, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა გამხდარიყო აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე, გერმანიაში. 

ექსპერტი საქართველოს საკითხებში, პოლ კრიგო, ასევე, საუბრობს შეერთებული შტატების საგარეო დახმარების შემცირებზეც, რომელიც სხვებთან ერთად საქართველოსაც შეეხება. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეთავაზებულ 2018 წლის ფედერალურ ბიუჯეტში საქართველოს დასახმარებლად 34 მილიონი დოლარია მოთხოვნილი.

პოლ კრიგო ამბობს, რომ ეს ხაზს უსვამს ამერიკის დიპლომატიის წარმოდგენის შესუსტებას ამ მნიშვნელოვან რეგიონში და ამერიკის კონგრესმა, ვიდრე დაამტკიცებენ, შესწორება უნდა მოითხოვოს.

დღის ამბები