15 მაისი 2024,   22:56
ვრცლად
თუ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს, ოკუპაცია გაგრძელდება - ოთარ კახიძე

„თუ საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ეს პრობლემა არ არის, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დონალდ ტრამპი გამოვა და იტყვის, რომ ეს პრობლემაა?“- ეს განცხადება ოკუპაციასთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ, ოკუპაციის შესახებ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საუბრისას გააკეთა. მან ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

„თუ რუსეთის ფედერაციის წინაშე მარტონი ვიქნებით, საქართველო არის განწირული იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ პატარა ქვეყანამ სრულფასოვანი წინააღმდეგობა გავუწიოთ. თუ აშშ, ევროკავშირი და პარტნიორები არ მოთხოვენ რუსეთს, რომ უკანონო ქმედებები შეწყვიტოს, რუსეთი ოკუპაციას გააგრძელებს. საქართველოს ხელისუფლებისგან კი ვისმინეთ, რომ ეს, თურმე, პრობლემს არ ყოფილა. უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ამბობს, რომ რუსეთი მართალია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ოკუპაციასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიპყრონ. მან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტიც გაიხსენა. 

"თუ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს, ოკუპაცია გაგრძელდება, ოკუპაცია არ შეჩერდება", - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები