17 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
„ევროპულმა საქართველომ" ავჭალაში პარტიის სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ავჭალაში პარტიის სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამის დეტალებზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ და პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ისაუბრეს.

მათი თქმით, თბილისის მერია ბიუროკრატიულ ხარჯებზე 200 მილიონამდე ლარს ხარჯავს და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ამ თანხების ოპტიმალურად გამოყენებაა შესაძლებელი.

დღესვე „ევროპულმა საქართველომ“ თბილისელებს, მაჟორიტარი კანდიდატი ბესო არველაძე წარუდგინა.

„ვაგრძელებ ყველა უბანში სიარულს და ჩვენი პროგრამის წარდგენას, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ტელევიზორიდან არ ისმინოს ჩვენი დაპირებების შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო კონტაქტი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

განცხადება გააკეთა პარტია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელმაც პარტია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბესო არველაძის დადებით თვისებებს გაუსვა ხაზი.

დღის ამბები