17 მაისი 2024,   11:38
ვრცლად
ახლა რაიმე კონსულტაციის დაწყება კარგავს აზრს - ზაზა გაბუნია პრეზიდენტის წინადადებას პასუხობს

გაიზიარებს თუ არა ხელისუფლება პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის წინადადებას -პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე სასაუბროდ მთავრობას შეხვედრას სთავაზობს. მსჯელობისთვის შეთავაზებულ ვადამდე დღეზე ნაკლები რჩება.

შეხვედრაში მონაწილეობას მმართველი გუნდი, სავარაუდოდ, არ მიიღებს, რადგან უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება დაგვიანებულია და შეხვედრა აზრს მოკლებული იქნება.

„გვსურს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან დიალოგი და კონსულტაცია. გვსურდა ეს პროცესის დასაწყისში, როდესაც შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია. ამის გამო პრეზიდენტმა მიიღო ყველაზე უფრო დიდი კვოტა ვიდრე კონსტიტუციურმა ორგანოებმა კომისიაში, თუმცა, მაშინ პრეზიდენტმა უარი თქვა კონსულტაციაზეც, ერთობლივ მუშაობაზეც და ახლა, როდესაც ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა დიალოგისთვის და პრეზიდენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო, ხოლო 2 მოსმენა უკვე კონსტიტუციის პროექტის დასრულებულია მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ მესამე მოსმენა შინაარსობრივ ცვლილებებს არ ითვალისწინებს და მხოლოდ, ასე ვთქვათ, წვრილმანი შესწორებების შეტანა, ბუნებრივია, ახლა რაიმე კონსულტაციის დაწყება კარგავს აზრს,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა გაბუნიამ.

დღის ამბები