17 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
კომპოზიტორთა კავშირს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - გიორგი შავერზაშვილი თანამდებობას 3 წლის ვადით დაიკავებს

კომპოზიტორთა კავშირს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. კავშირის წევრებმა 5 კანდიდატიდან გიორგი შავერზაშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს და წესდების თანახმად ამ თანამდებობას ის 3 წლის ვადით დაიკავებს.

გუშინდელ დღემდე კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის პოზიციას კახა ცაბაძე იკავებდა.

„ნამდვილად ვფიქრობ, რომ კავშირის საქმიანობას წარმართავს ისე, როგორც დღეს ესაჭიროება კავშირს,“ - განაცხადა კახა ცაბაძემ.

დღის ამბები