17 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
საპარლამენტო უმცირესობის წევრები პრეზიდენტს "მავნებლური კონსტიტუციის" განსახილველად შეხვდებიან

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ჩიხში შეიყვანა და კონსტიტუციის პროექტს, რომელიც 2 მოსმენით არის მიღებული, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსტიტუციის პროექტის განხილვაზე მისვლას გეგმავენ და აცხადებენ, რომ ყველაზე პრინციპული საკითხები საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესია.

„დღეს არის ვითარება, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა გადმოდგას ნაბიჯი, თავად უნდა გვაჩვენოს, როგორც აპირებენ ამ ყველაფერის უკან დაბრუნებას, ჩიხიდან გამოსვლას და ცხადია, ჩვენ პრეზიდენტთან მივალთ  შეხვედრაზე. საკონსტიტუციო პროექტზე უნდა იყოს მსჯელობა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა არის ჩიხური,“ - განაცხადა პარტია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ პარლამენტში კონსტიტუციის 2 მოსმენით მიღებული პროექტი, მავნებლურია.

„ეს არის დემოკრატიის გადავადება და უფრო მეტიც, გაუქმება. ის საკითხები, რომელიც არის მნიშვნელოვანი არის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რომელიც, რეალურად, გააუქმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ამიტომ ჩვენ პრეზიდენტის მოწოდებას შევუერთდებით. ავამოქმედებთ და გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომ კონსტიტუცია, რომელიც აუქმებს დემოკრატიას საქართველოში, არ იქნას მიღებული,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები