17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ ანგელა მერკელმა ჰამბურგის პოლიციას მადლობა გადაუხადა

დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჰამბურგის პოლიციას უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა. ის ქალაქის მერიას და ძალოვანებს არეულობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას დაჰპირდა.

არეულობა ჰამბურგში ქალაქიდან ლიდერების გამგზავრების შემდეგაც გაგრძელდა. დემონსტრანტებმა დაარბიეს შენობები და ძალოვანებს მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინეს. ანტიგლობალისტების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ჰამბურგის პოლიციის განცხადებით, სამ-დღიანი არეულობის შედეგად დაშავდა 200-მდე პოლიციელი, დაკავებულია 288 ადამიანი. მათგან 150-ს უკვე პატიმრობა შეეფარდა.

დღის ამბები