17 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
"კუ კლუქს კლანისა" და მათი მოწინააღმდეგეების აქციები აშშ-ში

ვირჯინიის შტატი საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ერთმანეთის გვერდიგვერდ აქციები "კუ კლუქს კლანის" აქტივისტებმა და მათმა მოწინააღმდეგეებმა გამართეს. რასისტული დაჯგუფების წევრები შარლოტს-ვილის ცენტრში შეიკრიბნენ და ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელიც ცენტრალური მოედნიდან კონფედერანტების გენერლის ძეგლის აღებას ითვალისწინებს.

„კუ კლუქს კლანის“ წარმომადგენლებს ქალაქში მსვლელობაც ჰქონდათ დაგეგმილი, რის გამოც ქალაქის ქუჩებში ანტირასისტული მოძრაობის მომხრეებიც გამოვიდნენ. შეტაკებების თავიდან აცილების მიზნით მობილიზებული იყო პოლიცია. ძალოვანებმა მსვლელობის გამართვის საშუალება არცერთი მოძრაობის წევრებს არ მისცეს.

 

დღის ამბები