17 მაისი 2024,   11:52
ვრცლად
"ისლამისტების წინააღმდეგ" - მუსლიმი სასულიერო პირები ევროპული მარშისთვის ემზადებიან

მუსლიმი სასულიერო პირები ევროპული მარშისთვის ემზადებიან. იმამები ათობით ქვეყნიდან ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ევროპის ქალაქებში მასშტაბურ მსვლელობას იწყებენ. სასულიერო პირების საპროტესტო აქცია "ისლამისტების წინააღმდეგ" პარიზიდან დაიწყება. ისინი ელისეს სასახლესთან იკრიბებიან, სადაც აპრილში ISIS-ის წევრმა ფრანგი პოლიციელი მოკლა. პარიზის შემდეგ, მსვლელობის გამართვა იგეგმება ყველა იმ ქალაქში, სადაც ბოლო წლებში ტერორისტული თავდასხმები მოხდა, მათ შორის ბრიუსელში, ბერლინში და ნიცაში. მარშს, აქციის ინიციატორები - საფრანგეთის იმამი და ებრაელი მწერალი უხელმძღვანელებენ. იდეის ავტორების განცხადებით, აქციის მიზანი ისლამისტი ტერორისტების თავდასხმების ფონზე - მუსლიმი ხალხის მიმართ შუღლის აღკვეთაა.

დღის ამბები