17 მაისი 2024,   11:14
ვრცლად
ეს არის შეთავაზება შეთავაზებისთვის - ზაზა გაბუნია პრეზიდენტის შემოთავაზებას აფასებს

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინადადება, კონსტიტუციის პროექტის განხილვის თაობაზე, უარყო. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ორი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტში შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა შეუძლებელია და პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შემოთავაზება განხილვის თაობაზე, არასერიოზულია.

„ეს არის მხოლოდ შეთავაზება შეთავაზებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ შემოდგომის სესიამდე განვაგრძობთ დისკუსიას, კონსულტაციებს, საუბარს ოპოზიციურ პარტიებთან, იმიტომ რომ როდესაც ვლაპარაკობთ კონსენსუსზე, იგულისხმება სწორედ ის ძირითადი აქტორები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკურ პროცესს. გვაინტერესებს არასამთავრობოების აზრიც, მაგრამ ყოველი ასეთი მოსაზრება უდნა ეფუძნებოდეს პროფესიონალიზმს და არ უდნა იყოს ანგაჟირებული პოლიტიკური დღისწესრიგით,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა გაბუნიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები