17 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ისაუბრა

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გააკეთა აქცენტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას სოფიო ქაცარავამ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დაგმო საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონო აღმართვა და იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება სტაბილურობის უზრუნველყოფა და გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის.

დღის ამბები