17 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
ხელისუფლებამ იძალადა ოპოზიციაზე, ხალხზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე - ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს

არასაპარლამენტო ოპოზიცია ეთანხმება პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი წინადადებას, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთობლივი მსჯელობის გამართვის შესახებ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კონსტიტუციის 2 მოსმენით მიღებული პროექტის განხილვა პარლამენტში, აუცილებლად უნდა შეჩერდეს.

„ხელისუფლებამ უკვე იძალადა, ოპოზიციაზეც, ქართველ ხალხზეც და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, როდესაც 2 მოსმენით ძალადობრივად გაიტანა პარლამენტში კონსტიტუციის ის პროექტი, რომელიც მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“ აწყობს,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.

”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია კი გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას მიესალმება და ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი აუცილებლად უნდა წავიდეს დათმობაზე.

„კონსტიტუცია ყველასია და არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჯგუფის იყოს. მთავარია, რას აპირებს ხელისუფლება და რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება. ჯერ ჩვენ ხელისუფლების მხრიდან გვესმის მხოლოდ იმაზე ლაპარაკი, რომ ისინი მზად არიან დიალოგისათვის, მაგრამ სხვა შეთავაზება ჩვენ მათგან არ გაგვიგია,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

სამოქალაქო პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ჩიხშია შესული და მმართველმა გუნდმა გამოსავალი აუცილებლად უნდა მოძებნოს. ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე მისვლას გეგმავს.

„შევიკრიბოთ მათ გარეშე, რა მნიშვნელობა აქვს მათ მოსვლას, მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ რომელიმე საპარლამენტო პოლიტიკური პარტია გაურიგდა „ქართულ ოცნებას“, ეს პროცესი ჩამოიშლება. ამიტომ ვაფრთხილებ თითოეულ მათგანს, რომ თუ გაურიგდებით, იცოდეთ, რომ თქვენ გიყიდათ „ქართულმა ოცნებამ“, ამიტომ სჯობს ყველამ ხმამაღლა დააფიქსიროს პოზიცია, რომ ერთიანი ოპოზიცური პოზიციის გარეშე არც საპარლამენტო პარტიები არაფერს არ მოიმოქმედებენ, ცალკე, დამოუკიდებლად,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები