17 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი კიევში - რექს ტილერსონი პეტრო პოროშენკოს ხვდება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამ წუთებში რექს ტილერსონი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფება, სადაც პეტრო პოროშენკოსთან მართავს მოლაპარაკებას.

მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინის აღმოსავლეთში არსებული კრიზისის მოგვარებაა. მოლაპარაკებებში პირველად მონაწილეობს შეერთებული შტატების სპეცწარმომადგენელი - კურტ უოკერი. შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში ამ თანამდებობაზე რექს ტილერსონმა შეარჩია. სპეცწარმომადგენლის დანიშვნის შესახებ კი გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ჰამბურგში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

დღის ამბები