17 მაისი 2024,   11:52
ვრცლად
წყალდიდობა და მეწყერი იაპონიაში - გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

იაპონიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ პრეფექტურებში, სადაც გადაუღებელ წვიმას წყალდიდობა და მეწყერები მოჰყვა, სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, 27 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. მაშველებმა ასობით ადამიანი უკვე გადაიყვანეს თავშესაფრებში, თუმცა მათივე ინფორმაციით, დატბორილი დასახლებებიდან, ხიდების დანგრევის გამო, 500-მდე ადამიანის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სტიქიის ზონაში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, სამაშველო ჯგუფებთან ერთად, პოლიცია და სამხედრო დანაყოფებია მობილიზებული.

დღის ამბები