17 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
უკონტროლო ვითარება - კალიფორნიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ - სანტა-ბარბარას რაიონში ცეცხლი უკვე დასახლებებს უახლოვდება და საცხოვრებელ სახლებს და ერთერთ გამაჯანსაღებელ კომპლექსს ემუქრება, სადაც 150-მდე ადამიანია ბლოკირებული. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ბანაკში მყოფი 90-მდე ბავშვი და ბანაკის 50 თანამშრომელი სტიქიის ზონიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან სანატორიუმთან მიმავალი გზები ცეცხლშია გახვეული.

სანტა-ბარბარას ოლქში ტყის ხანძარი შაბათს გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. ხანძარი უკვე მოედო კოლორადოს შტატში მდებარე ტყესაც. მაშველების განცხადებით ვითარება იმდენად უკონტროლოა, რომ დამატებითი ძალების მობილიზებას საჭიროებს. 

დღის ამბები