17 მაისი 2024,   11:51
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლელა ქებურია წარადგინა

”ევროპული საქართველოს” ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლელა ქებურია წარადგინა.

„საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან ქალაქში, ჩვენთვის უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვის მატარებელ ქალაქში, ზუგდიდში, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი იქნება ქალბატონი, ქალბატონი ლელა ქებურია,“ - განაცხადა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რათა საქართველოში უფრო თანამედროვე საზოგადოება იყოს.

დღის ამბები